კუნთები საერთოდ აღარ აქვს, მისი ყოველი მოძრაობის მეშინია – ალსანია მიხეილ სააკაშვილზე

0
162

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, მას აღარ აქვს კუნთოვანი მასა, არის სუსტად, უჭირს გადაადგილება, კიდევ ერთხელ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონური მხარის მზაობას “ქართული ოცნების” ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს და ევროპელ მედიკოსებს რამდენიმე კვირის ლოდინის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება ექნებათ.

“წნევა იყო დაბალი, როგორც ჩანს ვარდნის დროს კიდევ უფრო დაბალი იყო, კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე. მისი ყოველი მოძრაობის მე მეშინია. ძალიან მძიმე ავადმყოფია. მოვკარი ყური, რომ თითქოს დაიძრა ეს პროცესი [პოლონელი ექიმების ჩამოსვლის] როგორ გაგრძელდება არ ვიცი, თითქოს რაღაც ინსტანციიდან უკვე აქვთ რეკომენდაცია, მაგრამ ამის შემდეგ ლიცენზია უნდა გაიცეს, ლიცენზია ისეთი ამბავია, შეიძლება გაიცეს ერთ საათში, შეიძლება დასჭირდეს თვეები. რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც ჩვენი კანონმდებლობითაც კი პატიმარს ათავისუფლებს საერთოდ, მაგრამ ნუ არ ვიცი. გაგზავნილი გვაქვს სტრასბურგში საბუთები”, – ამბობს გიული ალასანია.

წინა სტატიაპირველი მე ჩავრიცხავ 100 ათას ლარს – მამუკა ხაზარაძე მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ფონდის შექმნას სთხოვს
შემდეგი სტატიათითოეულ ქალაქში, სოფელში, ყოველი მშვიდი დღე მიღწეულია ჩვენი ჯარისკაცების სასტიკი ბრძოლით – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური