პირველი მე ჩავრიცხავ 100 ათას ლარს – მამუკა ხაზარაძე მთავრობას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ფონდის შექმნას სთხოვს

0
194

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას მიმართავს შექმნას ფონდი, სადაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის თანხა გადაირიცხება და 12 ბავშვი შეძლებს იმ ძვირადღირებული პრეპარატით მკურნალობას, რომლის დაფინანსებასაც მშობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს რომ ფონდში პირველი ჩამრიცხავი თავად იქნება და ბავშვებისთვის 100 ათას ლარს ჩარიცხავს.

აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება> – წერს ხაზარაძე.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს
შემდეგი სტატიაკუნთები საერთოდ აღარ აქვს, მისი ყოველი მოძრაობის მეშინია – ალსანია მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური