მთავარიUncategorizedხვალ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება

ხვალ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება

Published on

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება. დამატებითი დეტალები შეხვედრის თემასთან დაკავშირებით ცნობილი არაა.

პრეზიდენტს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ.

ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკამ 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულებს შორის ერთი, ვალერიან ცერცვაძე ამჟამად უკვე ყოფილი მოსამართლეა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო” მიიღო. შეზღუდვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც.

ფოტო: ნეტგაზეთი

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...