“თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს” | მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

0
188

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვითდაზიანების პროცესშია და სპეკულირებს იმ თემით, რომ ის ვერ ჭამს და გახდა.

“თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს, მარტივი ამბავია, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი და არცერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე… სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს” – თქვა მან.

მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ერთ-ერთ სიუჟეტში აჩვენებდა საკვებს, რაც იქვე ჩანდა, თუ რა კალორაჟის იყო “ეს იყო გამაოგნებელი… დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს.”

წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ ომის 404-ე დღის ბოლოს – სად რა ხდება უკრაინაში
შემდეგი სტატიაევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თვითონაა დამნაშავე – ლავროვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური