ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი, მაგრამ ამაში თვითონაა დამნაშავე – ლავროვი

0
164

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, როცა განაცხადა, მოსკოვს სტრატეგიული მარცხის აუცილებლობაზე. გაზეთ “არგმენტები და ფაქტებთან” ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ ახლა მოსკოვი ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მიიჩნევს.

“ევროკავშირმა დაკარგა რუსეთი. მაგრამ ამაში თვითონ არის დამნაშავე. ბოლოს და ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად გაერთიანების ლიდერები ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. კიევის კრიმინალურ რეჟიმს იარაღსა და საბრძოლო მასალას ასხამენ, უკრაინაში ინსტრუქტორებსა და დაქირავებულებს გზავნიან. ამ მიზეზების გამო ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ ასოციაციად მივიჩნევთ”, – თქვა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები დღეს არ არიან მზად მოსკოვთან რეალური დიალოგისთვის და ეძებენ ახალ გზებს მის შესაკავებლად. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის თანაბარ პირობებში და მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით.

წინა სტატია“თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს” | მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ექნება დათქმა, 6 თვის განმავლობაში არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც EU-სთან მის დისტანცირებას მოახდენს – იოზვიაკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური