მთავარიUncategorizedგერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა

Published on

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

რობერტ ჰაბეკის განცხადებით, კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული.

რობერტ ჰაბეკს, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მინისტრიცაა, კიევში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც ახლავს, მათ შორის გერმანიის მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტი ზიგფრიდ რუსვურმი.

რუსვურმის განცხადებით, ვიზიტი არის „სიგნალი უკრაინელებისთვის“, რომ გერმანიის ბიზნეს სექტორი მათ გვერდით დგას.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...