მთავარიUncategorizedReuters - აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს...

Reuters – აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, პაკეტი 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს.

დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატებითი ჭურვები NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. პაკეტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარი, ფინანსდება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან“, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას. 500 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ფონდებიდან დაფინანსდება, რომელიც აშშ-ის ლიდერს საშუალებას აძლევს, საგანგებო სიტუაციების დროს იარაღი ქვეყნის მარაგიდან გასცეს.

ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...