მთავარიUncategorizedჟოზეფ ბორელი - ევროპა მზადაა, უკრაინის გამო ტაბუ დაარღვიოს

ჟოზეფ ბორელი – ევროპა მზადაა, უკრაინის გამო ტაბუ დაარღვიოს

Published on

ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა.

“საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე”, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ტაბუ დაარღვიოს.

”ევროკავშირმა აჩვენა, რომ ესმის, რაზეა საუბარი და რომ ის მზად არის, დაარღვიოს ტაბუ, საჭიროების შემთხვევაში. ერთი წლის წინ, ჩვენ დავაფინანსეთ ლეტალური სამხედრო ტექნიკის პირველი მიწოდება ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ. შემდეგ, შემოდგომაზე დავიწყეთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები ჩვენს მიწაზე და ახლა კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ვდგამთ: ერთად ვმუშაობთ, რათა უკრაინას მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, რომელიც მას ასე სჭირდება“, – განაცხადა ბორელმა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...