მთავარიUncategorizedბახმუტში 6 000 "ვაგნერელი" და 20 000-30 000 ახალწვეული იბრძვის - ამერიკელი...

ბახმუტში 6 000 “ვაგნერელი” და 20 000-30 000 ახალწვეული იბრძვის – ამერიკელი გენერალი

Published on

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩართულია კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის დაჯგუფების” (PMC) დაახლოებით 6 000 დაქირავებული მებრძოლი და კიდევ 20 000-30 000 წვევამდელი. ამის შესახებ ამერიკელი გენერალი მარკ მილი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს.

“ისინი საბრძოლო ოპერაციებს ატარებენ ახლა ძირითადად ბახმუტში. ეს არის დაახლოებით 6 000 დაქირავებული და შესაძლოა კიდევ 20 000 ან 30 000 რეკრუტი, რომელთაგან ბევრი ბრძოლის ველზე ციხეებიდან წავიდა. მათ აქვთ უზარმაზარი მსხვერპლი ბახმუტის რაიონში;”,- ამბობს ამერიკელი გენერალი.

შეგახსენებთ, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ 5 000-ზე მეტი “ვაგნერელი” შეიწყალა და გაათავისუფლეს

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...