მთავარიUncategorizedუკრაინა აშშ-სგან საბიუჯეტო დახმარების მეორე ნაწილს მიიღებს

უკრაინა აშშ-სგან საბიუჯეტო დახმარების მეორე ნაწილს მიიღებს

Published on

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრანის აშშ-სგან გრანტის სახით, სახელმწიფო სერვისების დასახმარებლად დამატებით 2,5 მლრდ დოლარს მიიღებს.

მისი თქმით, საბიუჯეტო მხარდაჭერა აშშ-ს მიერ დაპირებული 9,9 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელიც 2023 წელს, რომელიც სამხედრო დახმარებისგან განცალკევებით გამოიყო.

შმიგალის თქმით, დახმარება გამოყენებული იქნება: “მაშველების, მასწავლებლების, ექიმებს ხელფასების გადასახდელად, პენსიონერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად”.

მანვე აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინამ თითქმის 5 მლრდ დოლარი მიიღოევროკავშირისგან და 2 მლრდ დოლარზე მეტი შეერთებული შტატებისგან. ასევე არის სსფ-სთან შეთანხმებული დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 15,6 მლრდ დოლარს მოიცავს.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...