მთავარიUncategorizedთუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, რომ ჩვენ დავსუსტდით, ზეწოლას გაზრდის - ზელენსკი...

თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, რომ ჩვენ დავსუსტდით, ზეწოლას გაზრდის – ზელენსკი ბახმუტზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტში წარმატებას მიაღწევს, პუტინი ამ გამარჯვებას საერთაშორისო თანამეგობრობას საზოგადოებას მიჰყიდის და უკრაინაშიც საზოგადოება დაღლილობას იგრძნობს – “ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას და მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ“ – ამბობს ზელენსკი Associated Press-სთან ინტერვიუში

„თუ ის [პუტინი] იგრძნობს სისხლის სუნს, რომ ჩვენ დავსუსტდით, ის ზეწოლას გაზრდის” – ამბობს ზელენსკი და დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინისთვის საჭირო იარაღის დროულად გადაცემისკენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის მიმდინარეობისას უკრაინის არმია დასავლეთის ქვეყნების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალითა და იარაღით გაძლიერდა, თუმცა როგორც ზელენსკი ამბობს, დაპირებული იარაღის ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩასულა ქვეყანაში. მისივე თქმით, დაპირება არსებობს “პატრიოტებთან” დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული სარაკეტო სისტემა, ჯერ კიდევ არ აქვთ. მიუხედავად, ამისა, უკრაინელი ჯარისკაცები აშშ-ში იანვრიდან გადიან შესაბამის წვრთნებს ამ სისტემის გამოყენებისთვის.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსული რაკეტებისგან თავდასაცავად შესაძლოა 20 პატრიოტის სისტემაც არ იყოს საკმარისი, რადგან “ამდენი ბალისტიკური რაკეტით მსოფლიოს არცერთ ქვეყანას თავს არ დასხმიან”.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...