მთავარიUncategorizedმოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებმა კიევ-პეჩერის ლავრა დღეს უნდა დატოვონ

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებმა კიევ-პეჩერის ლავრა დღეს უნდა დატოვონ

Published on

უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ მიცემული ვადა დღეს იწურება – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ბერმა და მსახურმა კიევ-პეჩერის ლავრის ყველა დაწესებულება უნდა დატოვოს

სასულიერო პირებმა მათ მრევლს დღეს ლავრაში შეკრებისა და ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდეს. წირვა ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე დაიწყო.

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა ლავრა უნდა დატოვონ, 10 მარტს გახდა ცნობილი, რასაც სასულიერო პირების აღშფოთება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ რუსული ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ დატოვებდნენ ტერიტორიას, მათ მოგვიანებით მაინც დაიწყეს კომპლექსის დაცლა და ხატების გატანა.

უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.

30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...