მთავარიUncategorizedირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი რას ამბობს, არავითარი ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტი რას ამბობს, არავითარი ფასი არ აქვს

Published on

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი ფასი არ აქვს იმას, რას ამბობს ევროპარლამენტი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხზე არაფერი უთქვამთ.

კობახიძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და შესაბამისად, ეს საკითხი არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მსგავსი [პოლიტპატიმრებზე] არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება.

„12 პუნქტის შესრულება ჩვენი ვალდებულებაა. ორი კანონპროექტის მიღებაა დარჩენილი. დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის გარეშე ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით. ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც სათანადო დროში იქნება მიღებული. ივნისის ბოლომდე ყველა შესაბამისი კანონის მიღება დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე გამოეხმაურა Amnesty International-ის წლიურ ანგარიშს, სადაც მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას საქმეცაა ნახსენები. კობახიძის თქმით, არიან ადამიანები, ვისაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და „საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა“.

„რეალურად ყველამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები და შესაბამისად, საუბარი მათ პოლიტპატიმრობაზე, პოლიტიკური სპეკულაციაა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. მთავარი არის სიმართლე, გავლენიანი არის მხოლოდ სიმართლე. ამ ქვეყანაში ფასი აქვს სიმართლეს და არა ამა თუ იმ გამოცემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...