მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

Published on

მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდოს გამო, ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია საგარეო უწყებამ გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის, გამო რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.

როგორც უწყებაში აღინიშნა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.” ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს 25 მარტს, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო გადაეცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრეკეს სახელობის ჯილდოს ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველ წელს გადასცემს იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მთელს მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში.

პრიზი მესამე პრეზიდენტის დედამ და ვაჟმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა ჩაიბარეს.

ჯილდოს გადაცემას “ქართული ოცნების” გაღიზიანება და მესამე პრეზიდენტის შედარებები მოჰყვა ტერორისტ ანდრეს ბრეივიკთან.

რასაც საქართველოში ნორვეგიის ელჩის განცხადება მოჰყვა. დიპლომატი “მთავარი არხისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში აცხადებდა, რომ გაოგნებული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...