მთავარიUncategorizedიდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მარიუპოლის თეატრისა და სამშობიაროს დაბომბვის ბრძანება გასცა - InformNapalm

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მარიუპოლის თეატრისა და სამშობიაროს დაბომბვის ბრძანება გასცა – InformNapalm

Published on

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც მარიუპოლის განადგურების ბრძანება გასცა, რუსეთის ფედერაციის 960-ე თავდასხმის საავიაციო პოლკის სამხედრო ნაწილის მეთაური, პოლკოვნიკი სერხიი ატროშჩენკოა.

ატროშჩენკოს მიმოწერა და მონაცემები უკრაინის კიბერ წინააღმდეგობის ჯგუფმა და საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოებამ InformNapalm-მა გამოაქვეყნა

„მარიუპოლის მოსახლეობის ნომერ პირველი მკვლელი იდენტიფიცირებულია. ვინც გასცა ბრძანება და აკონტროლებდა დრამატული თეატრის, სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას. პირველი კვირებიდან დავადგინეთ, რომ თვითმფრინავები, რომლებმაც დაბომბეს მარიუპოლი აფრინდა პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომიდან“, – წერს ანდრიუშჩენკო.

სწორედ ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის გარეუბანში (რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია, აზოვის ზღვის სანაპირო) იყო განლაგებული ატროშჩენკოს სამხედრო ნაწილი.

InformNapalm ავრცელებს სრულ მონაცემებსა და ინფორმაციას, ატროშჩენკოს ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ასევე მის ტელეფონის ნომრებსა და პირად მეილს.

ოფიციალური მონაცემებით, მარიუპოლის თეატრზე ავიაიერიშის შედეგად, რომელიც გასული წლის 16 მარტს მოხდა, 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

ქალაქი რუსების მრავალთვიანი ბლოკადის შემდეგ, ამჟამად ოკუპირებულია და თითქმის სრულადაა განადგურებული. რუსულმა აგრესიამ მარიუპოლს ჰუმანიტარული კატასტროფა მოუტანა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...