მთავარიUncategorizedწამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კიდევ ერთხელ მივიდნენ

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კიდევ ერთხელ მივიდნენ

Published on

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კიდევ ერთხელ მივიდნენ. შესვლის წინ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დელეგაცია 6 წევრისგან შედგება, ისინი მიხეილ სააკაშვილთან გუშინ, 26 მარტსაც იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, კომიტეტის წევრები კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას გაეცნენ, ასევე ესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს და კლინიკის ადმინისტრაციას.

მანამდე, წამებისა საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმს შეხვდნენ. კომისიის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ომბუდსმენის კონსილიუმის მიერ მომზადებული 6 დასკვნა გადაეცა.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...