მთავარიUncategorizedრესპუბლიკურის ექიმები აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკურის ექიმები აქციას მართავენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

Published on

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. ექიმები კლინიკის მისაღებში არიან შეკრებილები. მედპერსონალი პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს, მათ სურთ პასუხის მიღება კითხვაზე – რა ბედი ელის კლინიკას და იქ დასაქმებულებს, თუ საავადმყოფოს დაანგრევენ.

“თვეზე მეტია ვერაფრით ვერ გავიგეთ რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონკრეტულად. პირველად, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო თურმე უნდა დაინგრეს გავიგეთ ერთი თვის წინ დაახლოებით, მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუდან. მას შემდეგ არანაირი კომუნიკაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან არ ყოფილა, ჩვენი ადმინისტრაციაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გვცემს და დამოკიდებულია სამინისტროს პოზიციაზე”, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

მისი თქმით, მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას იღებენ. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკას აქვს საშუალება რეაბილიტაციის პერიოდში სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა არ შეწყდეს.

ექიმებს ამ დრომდე არ შეხვედრია კლინიკის დირექტორი.

“ჩვენი მოთხოვნაა გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა უწყვეტ რეჟიმში, პარალელურად გაგრძელდეს რეაბილიტაციის გეგმა. დღეს შეკრების მთავარი მიზეზი არის დატოვოს დაკავებული თანამდებობა ბატონმა ზაზა ავალიანმა”, – თქვა კიდევ ერთმა ექიმმა.

22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის სრულიად გამორიცხული”.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...