მთავარიUncategorizedკრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს, სამარცხვინოა - წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს, სამარცხვინოა – წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

“არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზის გადაცემას.

წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მანამდე, ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ჯილდოს გადაცემა “დაახლოებით იგივეა, რომ ეს ჯილდო ანდრეს ბრეივიკს გადაეცეს”.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...