მთავარიUncategorizedღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი...

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხალხის დაცინვაა, რომ ნორვეგიაში მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

საკითხზე საუბრისას ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ჯილდოს გადაცემა “დაახლოებით იგივეა, რომ ეს ჯილდო ანდრეს ბრეივიკს გადაეცეს”.

“რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც…ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია.

ამიტომ ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის და რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს. რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრეივიკი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტია, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საქართველოს ერთი მოქალაქეც ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში დემოკრატიის პრიზი გადაეცა.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...