პოლონელი ექიმები მზად არიან სპეცრეისით ჩამოვიდნენ, თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით – ალასანია

0
163

როდის მიეცემათ პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება ისევ უცნობია. მესამე პრეზიდენტთან ცოტა ხნის წინ ვივა მედში მივიდა გიული ალასანია, რომელიც აცხადებს რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია:

“2 კვირაზე მეტია მესმის, რომ ისინი მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, სპეცრეისით ჩამოვლენ, თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით რაც საჭიროა და ა.შ. მაგარ ამის იქით არაფერი არ ვიცი” ამბობს ალასანია.

იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი კვდება მსოფლიოს დასანახად…სამწუხაროდ, ეს აღარაა ის საქართველო, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ – გოშევსკა
შემდეგი სტატია27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – პროგნოზი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური