მიხეილ სააკაშვილი კვდება მსოფლიოს დასანახად…სამწუხაროდ, ეს აღარაა ის საქართველო, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ – გოშევსკა

0
141

პოლონეთის სეიმის დეპუტატმა, მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ ტელევიზიასთან “TVP INFO” ინეტრვიუში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მთელი მსოფლიოს თვალწინ კვდება.

გოშევსკამ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას, პარალელი ნავალნის საქმესთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ მსგავს საბჭოურ მეთოდებს რუსეთი და ბელარუსი იყენებს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ,

“პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ის სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშ მდგომარეობამდეა მისული და კიდევ უფრო უარესდება. შეიძლება ითქვას რომ ის ეტაპობრივად და სისტემატურად კვდება მთელი მსოფლიოს დასანახად. ეს საბჭოთა სისტემაა. ზუსტად იგივე მეთოდები რომელსაც რუსეთსა და ბელარუსში იყენებენ. ამის კიდევ ერთ მაგალითი ნავალნის სამქეა. ზუსტად იგივე სისტემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ ეს აღარ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ შევიყვარეთ. საქართველოს მართავს რეჟიმი რომელიც ოპოზიციასა და იმ ახალგაზრდა ადამიანებს უსწორდება, რომელიც სახელწიფო შენობებთან პროტესტს მართავენ. ასევე იმ ადამიანებს რომლებიც საქართველოსთვის ევროპულ მომავალს გეგმავენ.”,- ამბობს გოშევსკა

#Jedziemy|💬@MMGosiewska: Nie można w żaden sposób w tej chwili kwestionować stanu zdrowia prezydenta Saakaszwiliego, jest on krytyczny i stale się pogarsza. Stopniowo i systematycznie umiera on na oczach świata – to system sowiecki. To nie jest już ta Gruzja, którą pokochaliśmy. pic.twitter.com/a0IP577dqu

— TOP TVP INFO (@TOPTVPINFO) March 21, 2023
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სეიმის დეპუტატი, მალგოჟატა გოშევსკა ამბობს, რომ პოლონეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად. მისი თქმით, “ექიმები მოამზადებენ დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება სააკაშვილის გადარჩენის საფუძველი”

იუსტიციის სამინისტროში ამ დრომდე ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. როდის ჩამოვლენ უცხოელი ექიმები საქართველოში, ისევ უცნობია.

წინა სტატიარუსეთმა ომში დაახლოებით 167 490 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები
შემდეგი სტატიაპოლონელი ექიმები მზად არიან სპეცრეისით ჩამოვიდნენ, თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით – ალასანია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური