უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისათვის – ზურაბიშვილი გაეროში “რუსულ კანონზე”

0
197

“ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო”.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გარეოში სიტყვით გამოსვლისას.

წინა სტატიაარა რუსულ კანონს! – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ზსსუ ევროპული მომავლისთვის” – ზუგდიდელი სტუდენტები მიმართვას ავრცელებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური