პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშა დაწვეს

0
222

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშა დაწვეს.

აქტივისტებმა ამ ფორმით რუსული კანონი გააპროტესტეს. აქცია პარლამენტთან დილიდან მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

აქციის პარალელურად საკომიტეტოს სხდომათა დარბაზში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე იყო ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დარბაზიდან რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს.

ოპოზიცია მომდევნო დღეებში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს.

წინა სტატია“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქციას სტუდენტები შეუერთდნენ
შემდეგი სტატიაჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს – შოთა არველაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური