“არა რუსულ კანონს” – პარლამენტთან აქციას სტუდენტები შეუერთდნენ

0
222

პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. “არა რუსულ კანონს” – სტუდენტების მთავარი გზავნილია.

პარლამენტთან აქცია კომიტეტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საკომიტეტო სხდომათა დარბაზში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დარბაზიდან გააძევეს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი. სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ.

წინა სტატიაარ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს – 200-ზე მეტი პროფესორი პარლამენტს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან აქციის მონაწილეებმა რუსეთის დროშა დაწვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური