პარლამენტმა უარი თქვას განხილვაზე – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი “რუსულ კანონზე”

0
204

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული “რუსული კანონპროექტის” განხილვაზე. წერილით მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე გამოგზავნა.

ის ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზე.

“ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა ბადებს მთელ რიგ შეშფოთებას ადამიანის უფლებების შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დაკავშირებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ღელვის საგანი, ის არ უნდა იყოს მიღწეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტური სარგებლობისა და მათი ლეგიტიმური საქმიანობის საზიანოდ”, – ამბობს კომისარი.

კომისარი პარლამენტს მოუწოდებს ცალსახად აიღოს ვალდებულება ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და რეზონანსულ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, ისევე როგორც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

წინა სტატიამისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა – EPP-ს პრეზიდენტი ხაბეიშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატია“უკან გადადგმული ნაბიჯია” – NATO “ოცნების” რუსულ კანონპროექტზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური