როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 მარტიდან

0
327

გარემოს ერვონული სააგენტოს ცნობით, 27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს.

წინა სტატიამხარს ვუჭერ პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებებს… ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაორგანიზაციამ “ხელები მშვიდობისთვის” პროექტის “ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის” დასკვნითი ღონისძიება გამართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური