ორგანიზაციამ “ხელები მშვიდობისთვის” პროექტის “ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის” დასკვნითი ღონისძიება გამართა

0
314

23 თებერვალს, ზუგდიდში, “ჯიჯი ივენთ-ჰოლში” ორგანიზაციამ “ხელები მშვიდობისთვის” პროექტის “ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის” დასკვნითი ღონისძიება გამართა.
შეგახსენებთ, პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) #EU4Dialogue პროექტის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
პროექტი 2022წლის ივნისში დაიწყო და მისი მიზანი, დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ახალგაზრდა ქალებისთვის პროფესიული უნარების განვითარებით სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, სოციალური ინტეგრაცია და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა იყო.
პროექტის ფარგლებში 42 ახალგაზრდა ქალი გადამზადდა სხვადასხვა ხელსაქმის მიმართულებით, მათ შორის იყო: ტანსაცმლის მოდელირება, ქსოვა,ქარგვა და ტრიკოტაჟი.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ქალები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამეწარმეო ტრენინგებშიც,როგორიცაა სოციალური მედია და მარკეტინგი,საგრანტო ფონდების მოძიება და გრანტის წერა და სხვა.ტრენინგების შედეგად კი ,დღეის მონაცემებით, მხოლოდ 2023წლის იანვრიდან 8 გრანტი აქვთ ბენეფიციარებს მოპოვებული;
გარდა ამისა, 2 ბენეფიციარი დასაქმდა თავის მენტორთან, 4 ბენეფიციარი ორგანიზაციის ,,ხელები მშვიდობისთვის” სოციალურ საწარმოში, 2 ბენეფიციარი დამოუკიდებლად იღებს უკვე შეკვეთებს სოციალური პლატფორმების საშუალებით;
აღნიშნული აქტივობების გარდა, ახალგაზრდა ქალები ასევე ჩართული იყვნენ სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში, გამოფენა გაყიდვებში და ა.შ
დასკვნით საღამოზე :
შეჯამდა პროექტის მიმდინარეობა, წინააღმდეგობები და შედეგები;გაიმართა დეფილე, სადაც მოდელებს ამშვენებდათ პროექტის ფარგლებში ოთხივე ხელსაქმის ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრები;გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ასევე პროექტის ფარგლებში შექმნილი ოთხივე ხელსაქმის ჯგუფის ნამუშევრები იყო გამოფენილი;

წინა სტატიაროგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 მარტიდან
შემდეგი სტატიათურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური