თურქეთში საქართველოს ოთხი დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, ორის ძებნა გრძელდება – ელჩი

0
134

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ დაკარგული საქართველოს 6 მოქალაქიდან ოთხი იპოვეს. ელჩი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ორი ადამიანის ძებნა ისევ გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილები.

“6 მოქალაქიდან 4-ის ადგილსამყოფელს მივაკვლიეთ, სამწუხაროდ, 2 მოქალაქის ძიება გრძელდება. ის ორი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევებში აირან მოყოლილები. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი სამაშველო სამსახურებთან თურქეთში, რაზეც პასუხს ვიღებთ, რომ გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაცია. იქ ორი კორპუსია ჩამონგრეული, ორივე შემთხვევაში და იქ არიან მოყოლილები”, – თქვა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 9 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი დაშავებულია. საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები ცდილობენ დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარონ. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც.

წინა სტატიავოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა
შემდეგი სტატია“ტელევიზიით გავიგე… [შვილთან კონტაქტი] არ მქონია” – ესებუას მამის პირველი კომენტარი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური