“ტელევიზიით გავიგე… [შვილთან კონტაქტი] არ მქონია” – ესებუას მამის პირველი კომენტარი

0
120

ბადრი ესებუას მამა შვილის დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს ეკეთებს და ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გაიგო და შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ტარიელ ესებუა ადასტურებს, რომ ომიანე ჯიქია, ვისთანაც ბადრი ესებუა დაკავებოისას იმყოფებოდა, მათი ნათესავია, თუმცა ამბობს, რომ ჯიქიას ოჯახთან ურთიერთობა დიდი ხანია არ ჰქონია.

“დაკავებულია, თქვენ ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს, ისიც იცით. მეტი მე არაფერი ვიცი. ტელევიზიით რაც გავიგე, თქვენც გეცოდინებათ. [ომიანე ჯიქია] ვიცონობ, მეუღლეს ბიძაა. ჩემს ცხოვრებაში 5 წლის წინ ვიყავი სატირალში, მეტი არასდროს არ ვყოფილვარ იმათთან სახლში. [ოჯახის ჯიქიასთან] კონტაქტი არ ჰქონია. [შვილთან კონტაქტი] არ მქონია. თუ დამიჯერებთ, რაც მოხდა ეს ამბავი, მის მერე ჩემს ოჯახს ჩემი შვილი არ უნახია, კონტაქტი არ ჰქონია”,- ამბობს ტარიელ ესებუა.

როგორც “მთავარი არხისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ესებუა გამთენიისას აიყვანეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბადრი ესებუა ჯიხაშკარში გამთენიისას ნათესავის, ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს.ოჯახი, რომელშიც ესებუა დააკავეს, მისი საცხოვხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს და ამ ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები, ვისთანაც ბადრი ესებუა იმალებოდა, პოლიციაში გადაიყვანეს.

შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესებუა სამეგრელოში აიყვანეს. მისი დაკავების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

წინა სტატიათურქეთში საქართველოს ოთხი დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, ორის ძებნა გრძელდება – ელჩი
შემდეგი სტატიაბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს ჩაინიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური