მთავარისიახლეებიმაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი "მართლმსაჯულება"...

მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი “მართლმსაჯულება” – ხაჭაპურიძე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ის წერს, რომ “ქართული კვაზი მართლმსაჯულება” თავდაყირა რომც დადგეს, სააკაშვილს მაინც გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

“სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება”!

კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო”, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.

ცნობისთვის, 6 თებერვალს მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ წყვეტენ საპარლამენტო მუშაობას. პარტია დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...