არ ვემხრობი უშედეგო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას – დეკანოიძე

0
155

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ის “უშედეგოდ საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს არ ემხრობა”.

დეკანოიძის განმარტებით, პროცესის არასწორად განვითარებამ შესაძლოა მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

“მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს.

რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის”, – წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, ენმ-მ პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა მიიღოს – გერმანელი დეპუტატი
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადმოგვცეს ის – უკრაინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური