საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადმოგვცეს ის – უკრაინა

0
168

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მიხელ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა და პატიმრობაში დატოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია. დმიტრო კულებას უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები და გადასცეს ის იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეცაა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვის გარანტია და გადასცეს უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.” ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვლის დასკვნით სასამართლო პროცესზე, ადვოკატების შუამდგომლობა, სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების თაობაზე, არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება არ მისცა.

წინა სტატიაარ ვემხრობი უშედეგო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაბადრი ესებუა დააკავეს – მთავარი არხი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური