Economist: „დემოკრატიის ინდექსით“ საქართველოში ჰიბრიდული რეჟიმია

0
167

The Economist დემოკრატიის ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს. 2022 წლის „დემოკრატიის ინდექსი 2022-ით” საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია. ქვეყანა რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და 91-დან, 90-ე ადგილზე გადავიდა.

შეფასებისას გამოიყენება 5 კატეგორია:

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი;
მთავრობის ფუნქციონირება;
პოლიტიკაში მონაწილეობა;
პოლიტიკური კულტურა;
სამოქალაქო თავისუფლებები;
საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულით აღინიშნება. საქართველომ კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკური კულტურის კატეგორიებში მიიღო.

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 7 ქულა;
მთავრობის ფუნქციონირება 3.57;
პოლიტიკაში მონაწილეობა 6.11;
პოლიტიკური კულტურა 3.75;
სამოქალაქო თავისუფლებები 5.59.
დემოკრატიის ინდექსში ქვეყნები იყოფა 4 კატეგორიად: სრული დემოკრატია, დემოკრატია პრობლემებით, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. შეფასებულია 165 სახელმწიფო და 2 ტერიტორია.

წინა სტატიამოვუწოდებთ სასამართლოს, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება – NGO-ები მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაშევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – პალ იონსონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური