შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – პალ იონსონი

0
176

გაეროს პატიმრების მოპყრობის ძირითადი პრინციპები, რომელსაც საქართველომაც მოაწერა ხელი, გულისხმობს, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გულისხმობს სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას – განაცხადა ევროდეპუტატმა პალ იონსონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დებატები მიმდინარეობდა:

“ნება მომეცით გავხსნა ეს დებატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმის შეხსენებით, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს და საკვანძო დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება კვლავ უპირველეს ამოცანად უნდა რჩებოდეს. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ სათანადოდ მოეპყროს ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება აქვთ აღკვეთილი. ეს მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ფიზიკურ უსაფრთხოებას. გაეროს პატიმრების მოპყრობის ძირითადი პრინციპები, რომელსაც საქართველომაც მოაწერა ხელი, გულისხმობს, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გულისხმობს სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე.

ბატონი სააკაშვილი დაკავებულ იქნა 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნებისთანავე, 2022 წელს კი მისივე თხოვნით და გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემებიდან, გადაყვანილ იქნა კერძო კლინიკაში. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს საკითხი არაერთხელ წამოვწიეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ შორის საჯარო განცხადებებით. უმაღლესმა კომისრებმა გამოთქვეს შეშფოთება გასულ წელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილნი, შეშფოთება გამოთქვეს იუსტიციის მინისტრთან საუბრისას. ეს საკითხი ასევე იქნა წამოწეული ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტის დროს, საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებებისას. ევროპარლამენტის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც იმაზე, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლო პროცესი. ევროკავშირი მზად არის ყველა სახის დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ საკითხში.” თქვა პალ იონსონმა

წინა სტატიაEconomist: „დემოკრატიის ინდექსით“ საქართველოში ჰიბრიდული რეჟიმია
შემდეგი სტატია,,გაზარდე შენი ბიზნესი“ – კამპანიის ფარგლებში, ლიბერთი აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური