რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს – დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა

0
184

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

“კონსტანტინოვკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს… რუსი ოკუპანტების კიდევ ერთ დანაშაული ჩვენს მიწაზე – ბოროტება აუცილებლად დაისჯება” – წერს კირილენკო.

მისივე ინფორმაციით დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.

წინა სტატიანუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს- ჯაფარიძე ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიაენმ-ის არჩევნებში მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური