მთავარიUncategorizedნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს- ჯაფარიძე ზურაბიშვილს

ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს- ჯაფარიძე ზურაბიშვილს

Published on

ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ამ მოთხოვნით საქართველოს ათასობით მოქალაქე მიმართავს და მათი ხელმოწერები უკვე რამდენიმე დღეა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია:

“დრო უბრალოდ აღარ იცდის, ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის გადამწყვეტია. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს ათი ათასობით მოქალაქის სახელით, რომლებსაც პირადად შევხვდი- ვართ ძალიან აღელვებულები იმიტომ, რომ ყოველწუთიერად მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს სხვა არაფრის დრო არ არის. უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მოგმართავთ ქალბატონო სალომე, ნუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ისტორიას” – თქვა სოფო ჯაფარიძემ

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას უკვე აღარც ვივა მედში მალავენ და მოსალოდნელ ფატალურ შედეგზე ღიად საუბრობენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...