რაც ახლა ჩემ თავს ხდება, გზავნილია ზელენსკისთვის -მიხეილ სააკაშვილი

0
174

მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რაც ახლა მის თავს ხდება, გაფრთხილებაა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომელიც რუსეთის შანტაჟს არ დაემორჩილა და არ დატოვა ქვეყანა, ისევე როგორც მან, 2008 წლის აგვისტოში:

“ახლა რაც ჩემ თავს ხდება, ნათელი გზავნილია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ქვეყანა დაეტოვებინა, ისე როგორც მე ვთქვი უარი 2008 წელს, როცა პუტინის ჯარი საქართველოში შემოვიდა…

ჩვენ ქართველები მაშინ ჩვენი წარმატებული რეფორმებისთვის დავისაჯეთ. ისე როგორც დღეს ზელენსკი იხდის საფასურს ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო. პოლიტიკის, რომლის თანამონაწილეობის პატივი მეც მქონდა” ამბობს მიხეილ სააკაშვილი Spiegel-თან ინტერვიუში.

წინა სტატიასააკაშვილი: არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც 2021 წლის ოქტომბერში ჩემს საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო
შემდეგი სტატიანუ მოკლავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს- ჯაფარიძე ზურაბიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური