მთავარისიახლეებირუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით - ზელენსკი თავდასხმებზე

რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით – ზელენსკი თავდასხმებზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმები ადასტურებს, რომ კიევს სჭირდება ადეკვატური იარაღი. მისივე განცხადებით, იარაღთან ერთად აუცილებელია ახალი სანქციები, რომელიც ამ შეთმთხვევაში პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღია.

“დღეს ჩვენ გავუძელით მორიგ მასიურ ტერორისტულ სარაკეტო თავდასხმას. დარტყმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორებთან: ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს”, – თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც რუსებს პასუხს აგებინებს ყველა იმ ომის დანაშაულზე, რაც უკრაინაში ჩაიდინეს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტების უმეტესობა და “შაჰიდის” დრონები, მაგრამ თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...