უკანონო მოსმენების საქმეზე ნიკა გვარამიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

0
176

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, დღეს, 2023 წლის 26 იანვარს, თბილისის პროკურატურამ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში სუს-ის ე.წ. კრებსების გავრცელებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატებისა და სხვა პირების მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება ხდებოდა.

გავრცელებულ ფაილებში, მათ შორის, ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ.

“დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ”, – აღნიშნავს GDI.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიება 2021 წლის 14 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

წინა სტატიაარც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი! პუტინი ჩემთვის არავინაა – ზელენსკი
შემდეგი სტატიააქ ყველა ტყუის – გიული ალასანია “ვივა მედზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური