მთავარისიახლეებისაზოგადოებაარც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი! პუტინი ჩემთვის არავინაა - ზელენსკი

არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი! პუტინი ჩემთვის არავინაა – ზელენსკი

Published on

არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი… ნამდვილად არ მესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში – აცხადებსუ უკრაინის პრეზიდენტი Sky News-თან ინტერვიუში და ამბობს, რომ პუტინი მისთვის დღეს „არავინაა“.

ზელენსკის თქმით, მას „არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში“ და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი გამუდმებით საუბრობს მშვიდობაზე, ის იტყუება და უკრაინას რაკეტებით უტევს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენა მისი ნომერ პირველი პრიორიტეტია პუტინის რეჟიმის მიერ გაჩაღებულ უსამართლო ომში.

„არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი გაჩერდება. სულ ეს არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, დაგვიანებულია თუ არა მოლაპარაკებები, ზელენსკი პასუხობს: “სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ [პუტინი] ჩემთვის არავინაა.”

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...