პუტინმა შესაძლოა მობილიზაციის მეორე ტალღა უახლოეს დღეებში, ან 18 იანვარსვე გამოაცხადოს

0
158

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა მობილიზაციის მოერე ტალღა უახლოეს დღეებში, ან დღესვე 18 იანვარს გამოაცხადოს. ყოველდღიურ განახლებაში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლური დაზვერვაც და უკრაინაც ვარაუდობს, რომ მობილიზაციის გამოცხადება იანვრის შუა რიცხვებში იგეგმება.

“პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს მეორე სამობილიზაციო ტალღა თავისი არმიის გაფართოების მიზნით უახლოეს დღეებში – შესაძლოა 18 იანვარს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ 18 იანვარს პუტინი ისტყვით გამოვა სანკტ-პეტერბურგში, საბჭოთა არმიის მიერ ლენინგრადის ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი დაიბადა”, – აღნიშნავს ISW.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება როცა რუსეთის მოსახლეობას მიმართავს და ომის მომხრე ზოგიერთი რუსი ბლოგერი აღნიშნავს, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას მობილიზაციის გამოსაცხადებლად.

წინა სტატია“ხალხის ძალის” სკანდალური განცხადება – სააკაშვილის ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატია“ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკას ათწლეულებით გააჩერებს” -ლეიენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური