“ხალხის ძალის” სკანდალური განცხადება – სააკაშვილის ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

0
162

სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს “ხალხის ძალის” მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს.

საუბარია ე.წ. განდგომილების მიერ მესამე პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციის დაანონსებაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავთ, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ დილით დაიწყოს გამოძიება „ხალხის ძალის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, მათ გააჟღერეს ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ სააკაშვილს თურმე ჰყავს პატრონები. ჩვენი მიზანია, დაიბარონ ეს ხალხი და გამოკითხონ. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სახელმწიფო დონის ინფორმაცია საიდან აქვთ და თუ აქვთ, მიაწოდონ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გატარდეს სათანადო ღონისძიება, -აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

წინა სტატიაალექსანდრ ვუჩიჩი კრემლს: შეწყვიტეთ სერბეთის გადაბირება ომში მოხალისეობისთვის
შემდეგი სტატიაპუტინმა შესაძლოა მობილიზაციის მეორე ტალღა უახლოეს დღეებში, ან 18 იანვარსვე გამოაცხადოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური