სენაკში, ავარიის დროს დაღუპული გიორგი შომახიას ტრაგიკული ისტორია

0
170

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 29 წლის გიორგი შომახიას ტრაგიკული ისტორიის შესახებ “თაიმერს” ოჯახის ახლობელი უყვება:

“2013 წელს ფოთიდან ბრუნდებოდნენ, როცა გიორგის დამ მამამთილს საჭესთან დაჯდომა სთხოვა. სოფელ ჭალდიდის გზაზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 26 წლის მაკა შომახია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მსხდომები (მეუღლე, მამამთილი და მეგობარი) მძიმედ დაშავდნენ. ათი წლის შემდეგ კი, ტრაგედია განმეორდა შომახიების ოჯახში და 29 წლის ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა. შომახიების დედამ მეორე შვილი ასე ტრაგიკულად დაკარგა”, – უყვება “თაიმერს” ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანას თავად გიორგი შომახია მართავდა.

“თაიმერი”

წინა სტატიატრაგედია დნეპრში: მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში “დეილი” და კერძო მარკეტი გაქურდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური