მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგულმა ვერ გაუძლო: ცოლი გარდაიცვალა, როცა ფრონტზე ქმრის დაღუპვის ცნობა მიიღო...

გულმა ვერ გაუძლო: ცოლი გარდაიცვალა, როცა ფრონტზე ქმრის დაღუპვის ცნობა მიიღო…

Published on

რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და, შესაბამისად, მატულობს ისტორიები იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ომი პირადად შეეხო. უკრაინული მედია ხმელნიცკის ოლქში მომხდარ ტრაგედიაზე წერს. “ტელეგრაფის” ცნობით, კამენეც-პოდოლსკში ორი პატარა გოგო ობლად დარჩა იმის გამო, რომ მათი მამა ფრონტზე დაიღუპა, დედის გულმა კი ამ ტრაგიკული ამბის შესახებ ცნობას ვერ გაუძლო.

ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე ასაკში – 33 წლისანი გარდაიცვალნენ. მათ ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი, ოჯახიც სიყვარულით შექმნეს და სამშობლოს ორ გოგონას უზრდიდნენ: უფროსი 8 წლისაა, უმცროსი – 6. 

ანდრეი ტვერდოხლებმა სხვადასხვა მიმართულებებზე მოასწრო საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, ბოლო დროს კი დონბასში იმყოფებოდა. ქმრის დაღუპვის შესახებ ცნობის მიღებიდან რამდენიმე დღეში მარინა ტვერდოხლებიც გარდაიცვალა – როგორც ექიმებმა თქვეს, მისმა გულმა ამ დიდ ტრაგედიას ვერ გაუძლო. 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...