მთავარიUncategorizedსათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება - რა იცვლება კანონში

სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება – რა იცვლება კანონში

Published on

სახელმწიფო აზარტული თამაშების სექტორისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. კერძოდ, ონლაინ აზარტული თამაშებისთვის სანებართვო მოსაკრებელი წესდება. ამასთან, განისაზღვრება ჯარიმის მოცულობა როგორც სანებართვო პირობების დარღვევაზე, ასევე მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევაზე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს აწესებს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.

ასევე ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.

წარმოდგენილი ცვლილებებით შემოდის ახალი ნებართვების სახეობები, როგორიცაა: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

კანონპროექტით ახალი ნებართვების სახეობებისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებლები. ვინაიდან ახალი ნებართვის სახეობები შემოდის, შესაბამისად წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა იქნება 7 000 ლარი; მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის 20 000 ლარი.

საკანონმდებლო ინიციატივა, მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის შესაბამისად.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს მხარი, მეორე მოსმენით დაუჭირა.

წყარო: bpn.ge

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...