მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნებამ" უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ კრემლის დირექტივა- მელიას...

“ოცნებამ” უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ კრემლის დირექტივა- მელიას მადლობა უკრაინის პრეზიდენტს

Published on

“ზელენსკის თხოვნა, თუ კრემლის დირექტივა ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო და პირველ რიგში ქართული საზოგადოება”, – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

მისი თქმით, ახლა “ქართულ ოცნებას” ნამდვილი პოზიცია გამოჩნდება იმის მიხედვით, იქნება თუ არა მისი გადაწყვეტილება კეთილი და გონივრული თუ იქნება სასიკვდილო.

“საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავისუფლების საერთო მტერთან ზელენსკის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა, ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებიდან. იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული, წინდახედული თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა, თუ კრემლის დირექტივა ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო და პირველ რიგში ქართული საზოგადოება. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თამასა უკვე ძალიან მაღლა არის. ბოლოს, მსურს მადლიერებით მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყველა ქართველი პატრიოტის სახელით. უღრმეს მადლობას გიცხადებთ გამოჩენილი სიბრძნისა და თქვენი ძალისხმევისთვის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.”, – განაცხადა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგისას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გასულ ღამეს, ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს, საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, მისცენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...