მთავარისიახლეებიკიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია - მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი...

კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

Published on

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი კლინიკა ვივა მედში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და როგორც გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტს ლოცვები წაუკითხა და ზეთი აცხო.

მღვდელმთავრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტი მხოლოდ ზეთისცხების იმედად არ უნდა იყოს და მან მკურნალობა უნდა გააგრძელოს:

“მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში და ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვსაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. მე დიდი იმედი მაქვს, ეს ზეთი კურნავს ადამიანს, მაგრამ მთლიანადა ამის იმედზეც არ უნდა ვიყოთ და ადამიანმა უნდა იმკურნალოს.

ძალიან გამხდარია, უფრო მეტად კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია” ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...