მთავარისიახლეებისამართალირა მოხდა ზედა ეწერში - სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა. ოფიციალურად, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ზედა ეწერში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია – 1993 წელს დაბადებული ტ.ზ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებულ ა.ქ. ხოლო, მის მეუღლეს – 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ოდიშინიუსმა” მომხდარი მკვლელობის პრეისტორია და თავად დანაშაულის დეტალები გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, მოკლული ა.ქ. და მკვლელობაში ბრალდებული ტ.ზ სოფელში ახალი დასახლებულები იყვნენ, ხოლო ტ.ზ. პრეტენზიას გამოთქვამდა ა.ქ.-ს მიმართ, რომელიც ეზოში მანქანისთვის ღია ფარეხს აშენებდა. 
მეზობლების ვერსიით, ტ.ზ.-ს მიაჩნდა, რომ ფარეხის სახურავი მის კუთვნილ მიწას ჩრდილავდა და რამდენჯერმე მოუწოდა ა.ქ.-ს, შეეწყვიტა მშენებლობა.  თავის მხრივ კი ა.ქ. დარწმუნებული იყო, რომ დამხმარე ნაგებობას თავის მიწაზე აშენებდა და არ აპირებდა მშენებლობის შეჩერებას. 
მეზობლებს ამ ნიადაგზე რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირიპირებაც მოუვიდათ, მაგრამ საკითხი მაინც ღიად რჩებოდა:
“იყო შემთხვევები, როცა ტ.ზ. ა.ქ.-ს მოკვლითაც კი დაემუქრა”, ამბობს მეზობელი, მეორე კი დასძენს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედამ ამ მუქარის გამო არაერთხელ მიმართა ზედა ეწერის პოლიციის განყოფილებას, რომელიც მკვლელობის ადგილთან ახლოს, დაახლოებით 200-300 მეტრში მდებარეობს. დედა პოლიციის ჩარევას და მისი შვილისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. 
მეზობლები ამბობენ ასევე, რომ ტ.ზ.-ს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შესაბამის დაწესებულებაშიც იყო ნამკურნალევი და იქედან ახალი გამოსული იყო, ამიტომ დედა, რომელიც კარგად იცნობდა შვილის პრობლემებს, მის მუქარას რეალურად აღიქვამდა. რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, პოლიცია საქმეში არ ჩარეულა. 
23 დეკემბერს მეზობლებს შორის კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა: მეზობლების თქმით, ა.ქ.-ს წინააღმდეგ ტ.ზ.-მ კოვბოების მოღუნული სანადირო დანა, მაჩეტე გამოიყენა და თავს დაესხა მეზობელ კაცს.
ხელჩართულ ჩხუბში მან მრავლობითი ჭრილობები ა.ქ.-ს კისრისა და გულმკერდის არეში მიაყენა, საბოლოოდ კი ის სასტიკი წამებით მოკლა – თავი სხეულისგან განაცალკევა და ქუჩაში დააგდო.
ტ.ზ.-მ სახესა და ყურის არეში დაჭრა ა.ქ.-ს ცოლიც, რომელიც ქმრის დახმარებას ცდილობდა – ქალს ყური და სახის კუთი აქვს ჩამოჭრილი, ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
ტ.ზ.-ს მიმალვა არ უცდია. ის კედელს იყო ამოფარებული მანამ, სანამ შემთხვევის ადგილზე გამოძახებული სპეცრაზმი არ მივიდა, რის შემდეგაც მათ ბრალდებული დააკავეს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...