მთავარისიახლეებითამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში 24 დეკემბერს გაიმართა, რის გამოც სხდომაზე არ დაუშვეს არც მისი ოჯახის წევრები და არც ახლობლები.

დაკავების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბრალდება დააზუსტა და განაცხადა, რომ მეარაყიშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში.

ე.წ. КГБ-ის მტკიცებით, აქტივისტს მედია პლატფორმები იყენებდნენ „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, რომლებიც მიმართული იყო საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების მხარდაჭერისკენ.

“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე დაყრდნობით.

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმი მას „ჯაშუშობას“ ედავება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.

მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.

სიახლეები

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...