იტალიაში 23 წლის ქართველი დააკავეს

0
198

ნეაპოლში 23 წლის ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გუშინ საღამოს პოლიციის პრევენციის სამსახურის თანამშრომლებმა, ტერიტორიის კონტროლის დროს, ნეაპოლში შენიშნეს ქალი, რომელიც მისდევდა კაცს, რომელმაც მისი თქმით, ტელეფონი წაართვა.გამოცემა წერს, რომ პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს 23 წლის ქართველი, ხოლო მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.

წინა სტატიადიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიულ, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე
შემდეგი სტატიამოვამზადოთ, სამართლებრივი საფუძველი, რათა რუსეთს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება – 3 ოპოზიციური პარტია ჰააგის გადაწყვეტილებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური